|
2022-08-08 11:16:47, 916 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზას ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს
საქართველოს რკინიგზამ სატვირთო გადაზიდვების 2022 წლის პირველი 6 თვის შედეგები გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში კომპანიამ ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება. რაც შეეხება შემოსავლებს, გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 191 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 7 წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზა სატვირთო გადაზიდვებში ზრდის ტრენდს 2018 წლიდან ინარჩუნებს. გადაზიდვების მაჩვენებლები გაზრდილია ყველა მიმართულებით. ესენია: ჩინეთი (6, 129 TEU), ყაზახეთი (7, 708 TEU), შუა დერეფანი (13, 837 TEU) და ბაქო-თბილისი-ყარსი (11,112 TEU). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადაზიდვები მომატებულია შემდეგი სახეობის ტვირთებზე: მაზუთი (ყაზახეთიდან), ნედლი ნავთობი (ყაზახეთიდან), მეთანოლი (აზერბაიჯანიდან), კარბამიდი (თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან), შაქრის ნედლეული (შუა აზიიდან). საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის განცხადებით, კომპანიის მთავარი გამოწვევა ისევ უცვლელია: ,,ახალი ტვირთების მოზიდვა დერეფანში და მათი შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში.“
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)