01:18 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-04 11:29:32, 1033 ნახვა

საზოგადოება
რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას 10 000 ხელმოწერა აქვს

რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღების მიზნით შექმნილ პეტიციას ხელი 10 000-მა ადამიანმა მოაწერა.

პეტიციის ავტორები ითხოვენ, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისვის 3 თვიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდეს.

"დაწესდეს რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები 3 თვეზე მეტი დროით ვერ შეძლებენ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, რაც უზრუნველყოფს რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის საქართველოში მოგზაურობას,"- ვკითხულობთ პეტიციაში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ  რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება ირაციონალურია.კობახიძის თქმით, ის სავიზო პოლიტიკა, რაც რუსეთთან მიმართებით საქართველოში დღეს მოქმედებს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა და მისი შეცვლა უკრაინის ომის გამო - ირაციონალურია. მისი თქმით, საქართველოში 6 თვის განმავლობაში დაახლოებით 240 0000 რუსი ტურისტი შემოვიდა, მათი მეათედი იმყოფება მუდმივად საქართველოში, რაც მოსახლეობის 1%-იც კი არ არის. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics