|
2022-08-02 17:02:31, 1163 ნახვა
საზოგადოება
„ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“ - რუსეთის პატრიარქმა ილია II-ს ტიტული არასრულად მოიხსენია
რუსეთის პატრიარქმა კირილმა სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქს, ილია II-ს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. წერილში საქართველოს კათოლიკოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული არ არის მოხსენიებული, "მის უწმიდესობას და უნეტარესობას, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს",- ასე მიმართავს რუსეთის პატრიარქი საქართველოს პატრიარქს შეგახსენებთ, რომ ილია II-ს სრული ტიტული შემდეგნაირია: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 ივლისს გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)