|
2022-08-01 15:38:06, 1024 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 7 წელი გავიდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაარსებიდან 7 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა მიმართეს, აღნიშნული თარიღი მიულოცეს და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს. „7 წლის წინ სუს-ის ცალკე სტრუქტურად დაფუძნებით ჩვენ გავატარეთ მნიშვნელოვანი რეფორმა; მას შემდეგ შეიქმნა დამოუკიდებელი, ძლიერი სამსახური, რომელიც არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, რომლის მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს, მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფა. ამ დროის განმავლობაში სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყნისთვის საკვანძო, თანამედროვე სტანდარტების ინსტიტუტად, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას მრავალი მიმართულებით,“- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. სიტყვით გამოსვლისას გრიგოლ ლილუაშვილმა სამსახურის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ინსტიტუციურ ცვლილებებზე ისაუბრა და იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც სამსახური ბოლო წლების განმავლობაში ეფექტიანად უმკლავდება. ურთულესი გეოპოლიტიკური კრიზისებისა და საომარი მოქმედებების გარემოში საქართველოს უსაფრთხოების სისტემამ შეძლო ყველაზე მთავარი - სახელმწიფო დაიცვა დესტაბილიზაციისაგან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)