|
2022-08-01 12:37:30, 1105 ნახვა
საზოგადოება
ტაბახმელაში რეკრეაციული სივრცე ეწყობა
მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. „პროექტის მიხედვით, 5 000 კვ. მ ფართობზე განთავსდება საბავშვო ზონები, სპორტული მოედანი და ტრენაჟორები. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა. სრულად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა. საპარკე სკამები და ურნები დამონტაჟდება. ასევე, ტერიტორიაზე მწვანე საფარი სრულად შენარჩუნდება და ახალი ნარგავებიც გაშენდება. მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ლევან ბაჩიაშვილთან და დედაქალაქის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 680 000 ლარია გამოყოფილი",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)