|
2022-07-29 14:43:32, 894 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - წლის პირველ ნახევარში ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია
წლის პირველ ნახევარში ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმის ფონზე, როცა მთელ მსოფლიოში შეინიშნება ეკონომიკური ზრდების შენელება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა. მისი თქმით, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 10.5% შეადგინა. „წლის პირველი ნახევარი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ, რაც ძალიან კარგია. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმის ფონზე, როცა მთელ მსოფლიოში შეინიშნება ეკონომიკური ზრდების შენელება და რიგ შემთხვევაში, ბევრ ქვეყანაში ეკონომიკის შემცირება, ეკონომიკის დაცემა. ასე რომ, ასეთ პირობებში, როცა რთულ რეგიონში, გლობალური კრიზისის პირობებში, საქართველო აღწევს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მიუთითებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მშვიდობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით, ბიზნესის და ინვესტიციების ხელშეწყობის პოლიტიკით, საბოლოო ჯამში, მიიღწევა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)