|
2022-07-28 15:59:08, 1372 ნახვა
მსოფლიო
სენატი ითხოვს, რომ საქართველოსა და სხვა ქვეყენბში ჩადენილი ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადონ
ამერიკის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია , რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად გამოაცხადოს ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისთვის, რამაც გამოიწვია „უთვალავი უდანაშაულო მამაკაცის, ქალის სიკვდილი.“ პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ღიად უჭერს მხარს ამ ნაბიჯს. თუმცა, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს გამოცხადების უფლება სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს. სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია აძლიერებს ზეწოლას ბაიდენის ადმინისტრაციაზე, რათა რუსეთი დაემატოს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიას, რომელშიც შედის კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია. „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა სიკვდილით დასაჯეს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა და ცდილობდნენ დაფარონ მათი სისასტიკე უკრაინაში მასობრივი საფლავებით“, - ნათქვამია სენატის კანონპროექტში. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მთელი ომის განმავლობაში ამტკიცებს, რომ რუსეთის ძალებმა ჩაიდინეს სასტიკი ქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, მათ შორის გაუპატიურება, მკვლელობა და წამება, რაც ტერორიზმს უტოლდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)