|
2022-07-28 15:10:29, 1031 ნახვა
საზოგადოება
კიბერ-კლასში მიღება იწყება
იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო კომპანია გრინნეტთან თანამშრომლობით აცხადებს კიბერ-კლასში მიღებას. კიბერ-კლასში სწავლა დაიწყება 15 აგვისტოს და გაგრძელდება 2 თვის მანძილზე. კურსის მონაწილეებს კვირაში ორჯერ 2-2 საათის განმავლობაში ციფრული მმართველობის სააგენტოსა და კომპანია გრინნეტის ტრენერების მიერ ჩაუტარდებათ ლექციები და პრაქტიკული სავარჯიშოები, მიეწოდებათ კიბერუსაფრთხოების კონკრეტული თემის შესახებ ძირითადი ინფორმაცია და გადაეცემათ სასწავლო რესურსები და დავალებები. კურსზე ჩარიცხვის წინაპირობებია: · ზოგადი გამოცდილება, ცოდნა და უნარები ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე, ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე. კურსში მონაწილეობის მსურველებმა 10 აგვისტომდე უნდა გამოაგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე - cert@dga.gov.ge
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)