05:59 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 15:05:32, 1715 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - გამოვდივარ ინიციატივით გავატაროთ ხელშემწყობი ღონისძიებები ბათუმის დინამოს მხარდასაჭერად

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოვიდა ინიციატივით, აჭარის უმაღლეს საბჭოს ეთხოვოს შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებების გატარება ბათუმის დინამოს მომავალი წარმატების ხელშეწყობისთვის.

,,საკმაოდ აქტუალურია ჩვენს გუნდთან, ბათუმის დინამოსთან დაკავშირებული საკითხი. მინდა აღვნიშნო, რომ გუნდმა 4 წლის განმავლობაში მიაღწია არნახულ პროგრესს. 2018 წელს გუნდი თამაშობდა მე-2 ლიგაში და იცით, რომ გუნდი გახდა როგორც ჩემპიონი, ასევე საქართველოს თასის მფლობელი. ჰქონდა გარკვეული წარმატებები, შესაძლოა ჩავარდნებიც ევროტურნირებზე, მაგრამ ჩვენთვის ბათუმის დინამო გუნდზე მეტია და მომავალშიც გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. ამიტომ, დღეს გამოვდივარ ინიციატივით, რომ უმაღლეს საბჭოს მივმართოთ შესაბამისი ხელშეწყობის ღონისძიებების გატარების მიზნით, რომელიც დაეხმარება ჩვენს გუნდს, რომ გახდეს აღმოსავლეთ ევროპის ნამდვილი გრანდი და ეს ასეც იქნება" აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics