|
2022-07-25 10:54:59, 1004 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში, სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ ოლიმპიადაზე - "პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022" ოქროს მედლები მოიპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კალანდაძემ ძალისმიერ წოლჭიმში, 74-კილოგრამიანთა კატეგორიაში მეტოქე დაამარცხა, პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა. სპორტის ამავე სახეობაში, ასევე პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ლევან გილიგაშვილმა, რომელიც 83-კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ კალანდაძესა და ლევან გილიგაშვილს არაერთი საერთაშორისო ტიტული აქვთ მოპოვებული. ისინი საქართველოს, ევროპის და აზიის მრავალგზის ჩემპიონები არიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)