|
2022-07-15 12:25:54, 898 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ევროკავშირის მხრიდან პროექტში ჩართული ექსპერტი კენეტ რაიტი მონაწილეობდნენ. გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ექსპერტს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს პროკურატურის როლი და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო პრაქტიკაზე ისაუბრეს და საქართველოში მოქმედი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მექანიზმებსა და კანონმდებლობის შესახებ იმსჯელეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)