|
2022-07-13 12:23:33, 699 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი აფთიაქი გაიხსნა
დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი აფთიაქი გაიხსნა. ჯპს-ის საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ და GPC-ის რეგიონალურმა დირექტორმა ელზა ჯავახაძემ გახსნეს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ეს არის იმერეთის რეგიონში ჯპს-ის მეშვიდე აფთიაქი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ,,მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტს ეტაპობრივად ახალი ობიექტები ემატება. ჩვენი მიზანია, რომ დივერსიფიცირება მოვახდინოთ იმ ობიექტების, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს. ჯპს არის პირველი აფთიაქი, რომელიც ქუთაისის აეროპორტში გაიხსნა. მედიკამენტების გარდა, აფთიაქში ყველა ის საჭირო პროდუქტი იყიდება, რომელიც მოგზაურობისთვის არის საჭირო,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე. უწყების ცნობით, ჯპს საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა და ქვეყნის მასშტაბით 100 ზე მეტ ფილიალს ფლობს. პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია და მომხმარებელს ფართო არჩევანს სთავაზობს. აქციები, რომლებიც კომპანიას ქვეყნის მასშტაბით ყოველთვიურად თუ სხვადასხვა დღესასწაულებზე აქვს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფილიალზეც გავრცელდება. ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში კვების, სავაჭრო და სხვა სახის 13 ობიექტია წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში ქუთაისის აეროპორტს კიდევ რამდენიმე ახალი ობიექტი შეემატება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)