|
2022-07-08 17:29:57, 2184 ნახვა
საზოგადოება
11 ივლისიდან, გადასახადის გადამხდელები გარკვეული განცხადებების რეგისტრაციას მხოლოდ ელექტრონული ფორმით შეძლებენ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განცხადებების ელექტრონული ფორმით მომართვიანობის წახალისებისა და დისტანციური სერვისების პოპულრიზაციის მიზნით, მიმდინარე წლის 11 ივლისიდან მოქალაქეთა (რომელთაც გააჩნიათ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული გვერდი) მომსახურების სერვისცენტრებში ვიზიტის დროს დამატებით შეიზღუდება, შემდეგი განცხადებების რეგისტრაცია: • მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება; • ფიზიკური პირისთვის საკუთარი შემოსავლების შესახებ ცნობის გაცემა; • დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. „60 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს, უკვე გაეგზავნა საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე. აქვე შეგახსენებთ, რომ სერვისების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, თვითმომსახურების წახალისების მიზნით, შემოსავლების სამსახურში უკვე 452 ელექტრონული სერვისის მიღება არის შესაძლებელი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე : https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=699
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)