|
2022-07-05 14:49:37, 1359 ნახვა
სამართალი
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტზე, რასაც 9 პირის სიცოცხლის მოსპობა და ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, სამი პირი დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ.ბ. ქ.ბათუმში, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების, მათ შორის როგორც მზიდი, ასევე არამზიდი კედლების მოშლის თაობაზე შეუთანხმდა ხ.ს.-ს და გ.ს.-ს. „2021 წლის 8 ოქტომბრამდე ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, დამკვეთთან შეთანხმებით და მისი ზედამხედველობით, სამშენებლო სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების წესების დარღვევით, სახელმწიფოსაგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, მოშალეს როგორც მზიდი, ასევე არამზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა დაირღვა. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებამ შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია, რასაც კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ხოლო ორმა პირმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. ასევე, განადგურდა და დაზიანდა კორპუსში მცხოვრები მოქალაქეების უძრავი და მოძრავი ქონება”,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 8 ოქტომბერს დააკავეს. „ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით, 124-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) და 188-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანება გაუფრთხილებლობით, ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით), ხოლო ზ.ბ.-ს 240-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანება, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინათ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ზ.ბ.-ს 4 წლით, ხოლო გ.ს. და ხ.ს. 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას დანიშნული სასჯელების ნაწილში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს”,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)