|
2022-07-01 12:24:45, 926 ნახვა
საზოგადოება
სამგორში, „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
დედაქალაქის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, სამგორის რაიონის ორგანიზებითა და „ჰუალინგ ჯგუფის“ მხარდაჭერით, ჰუალინგის პარკში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ფესტივალი საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების იდეა სამგორის რაიონის ახალგაზრდებს ეკუთვნოდათ და ღონისძიებაც მათივე ჩართულობით გაიმართა. საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის გაიმართა ანიმაციური ფილმების ჩვენება დიდ ეკრანზე, ასევე, წარმოდგენილი იყო მოძრაობის თეატრი, კონტაქტური ზოოპარკი, ფრანების, მასკოტების, ანიმატორების, საპნის ბუშტების შოუ. სპორტული ატივობების ფარგლებში, ჩატარდა კინგბოქსინგისა და ჭიდაობის მასტერკლასი; მოეწყობა ფრენბურთის სივრცე, მაგნიტური დართსი, ბურთის სროლა მიზანში და სხვ. მრავალფეროვანი გემოების მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული STREET FOOD. ფესტივალი დაიხურა მუსიკალური პროგრამით, რომლის ფარგლებშიც მაყურებლის წინაშე წარდგნენ ჯგუფი „ურსა“ და „გელა გნოლიძე & ღამის შოუს ბენდი“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)