|
2022-06-30 12:24:59, 853 ნახვა
ეკონომიკა
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება
2 ივლისს, 18:30 საათზე, დოდო აბაშიძის 10-ში, თბილისში, პირველად აღინიშნება თბილისის სტარტაპის დღე. თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია არაერთი საინტერესო შეხვედრა. კონკრეტულად კი: ProductTank meetup & discussion - ღონისძიება პროდუქტის მენეჯერებისთვის, რომელზეც გამოცდილი სპიკერები კოდის არმქონე პროდუქტების შექმნაზე ისაუბრებენ. Founder Institute panel event -ზე კი წარმატებული მეწარმეები გლობალური სტარტაპის დაარსების გამოცდილებას მიმოიხილავენ. ღონისძიების კიდევ ერთ ნაწილს წარმოადგენს Fuckup Nights Tbilisi vol. 27, რომელზეც ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლები საკუთარი წარუმატებლობის ამბებს გააზაირებენ, რათა დამსწრეები შთააგონონ და ასევე, დაეხმარონ, არ გაიმეორონ იგივე შეცდომები. თბილისის სტარტაპის დღესთან დაკავშირებით იქნება ნეთვორქინგის, ინვესტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა. ორგანიზატორების ინიციატივით თბილისის სტარტაპის დღე 2 ივლისს, ყოველწლიურად აღინიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)