17:25 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 11:44:45, 975 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ საზოგადოებას ვანდალიზმის ფაქტების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა.

როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახლად რეაბილიტირებულ და მოწესრიგებულ რეკრეაციულ სივრცეებში ინფრასტრუქტურის დაზიანება მიზანმიმართულად ხდება.

„ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ვანდალიზმის მოხშირებული ფაქტები, რადგან ბოლო წლებში თბილისში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. ჩვენი დედაქალაქი დღითიდღე ლამაზდება, თუმცა, სამწუხაროდ, ახლად რეაბილიტირებულ პარკებში, სკვერებში მიზანმიმართულად ხდება ინფრასტრუქტურის დაზიანება, რაც საწყენია. ამ ყველაფერში უამრავი თანხა იხარჯება, კეთდება ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ამ ქალაქში მცხოვრებლებისთვის. თუ ჩვენ საპარკე ინფრასტრუქტურას დავამტვრევთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომ ვანდალიზმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და მსგავსი შემთხვევების დროს გულგრილი არ იყვნენ.

„მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, გულისხმიერება გამოიჩინონ. მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რადგან ხშირ შემთხვევაში ვანდალიზმს სჩადიან არასრულწლოვანები, ახალგაზრდები, რაც სამწუხაროა. არის შემთხვევები, რომ ამ ყველაფერს უფროსები გულგრილად უყურებენ. ეს ძალიან ცუდია. ამის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ. ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა ვეცადოთ, რომ მოვუაროთ ამ ყველაფერს, რადგან ეს თქვენი ფულით კეთდება, თქვენთვის და მომავალი თაობებისთვის. დარწმუნებული ვარ, განახლებული და მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცეები ყველას მოგწონთ. ამას შენარჩუნება და მოვლა სჭირდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ვანდალიზმის ფაქტების ამსახველ ვიდეომასალას მედიასაშუალებებს მიაწვდიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics