|
2022-06-19 02:08:15, 1299 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში TV პირველის ოპერატორს სცემეს
ბათუმში TV პირველის ოპერატორს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სცემეს. შემთხვევა დღეს, 19 ივნისს მოხდა. TV პირველის გადამღები ჯგუფი ღამის ეთერში სტუმრის ჩასართავად ემზადებოდა, როცა მათთან უცხო პირები მივიდნენ და გინება დაუწყეს. მოგვიანებით კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ფაქტის თვითმხილველი გახდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ციალა ქათამიძე და მალხაზ ჭკადუა. TV პირველის ეთერში სწორედ ციალა ქათამიძე უნდა ჩართულიყო. ის პირდაპირ ეთერში ბათუმში, 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე [ #შინევროპისკენ] სასაუბროდ იყო მიწვეული. TV პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიას თქმით, ოპერატორის თემურ ზოიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ოპერატორს გარეგნული დაზიანება არ ეტყობა. კანონის მიხედვით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე მოკვლევა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრეროგატივაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)