21:46 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 18:46:12, 1394 ნახვა

საზოგადოება
ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

ევროპის მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

მიმდინარე ტერიტორიაზე მოძრაობა გადაკეტილი არ არის. 

შეკრებაზე რიგდება ევროკავშირის, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას დროშები, ასევე ბუშტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გამოსახულებით.

აქციას ესწრება თავად პრეზიდენტი, თუმცა ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და აქცია დააანონსა. მისი თქმით, ეს იქნებოდა ქვეყნის გზავნილი ევროპისთვის, სადაც რიგითი მოქალაქეები შეიკრიბებოდნენ ყოველგვარი განცხადებების, პლაკატებისა და პოლიტიკური მოწოდებების გარეშე. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics