|
2022-06-15 10:50:00, 944 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტში კიდევ 2 ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი აშენდება
კასპის მუნიციპალიტეტის სპორტულ ინფრასტრუქტურას კიდევ 2 ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი შეემატება. კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „მშენებელი XXI „-თან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, რომელიც სოფელ ოკამში და მეტეხში ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის აშენებას ითვალისწინებს. „მინი მოედნები თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და საფეხბურთო კარებითა და საკალათბურთო ფარებით აღიჭურვება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 169 588 ლარია. ამჟამად ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები სოფელ ქვემო ჭალაში მიმდინარეობს. ახალგაზრდებისთვის მეტი სპორტული სივრცე ნიშნავს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)