|
2022-06-14 13:54:05, 1136 ნახვა
საზოგადოება
ქართველი სამხედროები ჯარებს შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები საფრანგეთში ჯარებს შორის შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს. უწყების ცნობით, რაგბის ნაკრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გააცილეს. „თავდაცვის ძალების 12-კაციანი რაგბის ნაკრები სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეული სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული. საფრანგეთში გამგზავრებამდე, სამხედროებმა მომზადება ავჭალაში მდებარე რაგბის სტადიონზე გაიარეს. ჯარებს შორის შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში 17 ივნისს დაიწყება. გამარჯვებისთვის ათი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტებული გუნდები იბრძოლებენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)