|
2022-06-14 12:08:18, 1013 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩებზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „პროექტის ფარგლებში, მეტროს მიმდებარე ტერიტორია სრულად რეაბილიტირდა - მოეწყო სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა LED სანათებით, საჰაერო ქსელები მიწის ქვეშ განთავსდა და სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, გაფართოვდა და მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და სატრანსპორტო კუნძულები. სავალი ნაწილი დაიხაზა, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები. ტერიტორია მთლიანად ადაპტირდა შშმ პირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის, ლითონის მოაჯირები მოეწყო. „პროექტის განხორციელების შედეგად, გადაადგილება, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, გახდა უსაფრთხო. გვახსოვს, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო იქ, ტროტუარებზე უბრალოდ ფეხით გავლაც კი შეუძლებელი იყო, ტერიტორია დაკავებული ჰქონდათ გარემოვაჭრეებს. მინდა, ამ ადამიანებსაც მადლობა გადავუხადო, რადგან გაგებით მოეკიდნენ არსებულ სიტუაციას, ბაზრობის შიდა სივრცეში გადაინაცვლეს და იქ განაგრძობენ საქმიანობას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)