00:44 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 11:10:53, 943 ნახვა

საზოგადოება
პროფესიული განვითარების საბჭომ 3 ექიმს, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, 5 საქმე განიხილეს და 6 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით 3 ექიმს, სხვადასხვა ვადით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა, ხოლო 2 მედიკოსს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

„პროფესიული განვითარების საბჭო ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. საბჭოს წევრები პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს განიხილავენ. გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს საქმიანობის უფლება შეუწყვიტოს, ან ოპტიმალური ვადით შეუჩეროს, პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა დაავალოს და წერილობითი გაფრთხილება გასცეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics