|
2022-06-13 11:56:18, 1035 ნახვა
საზოგადოება
კოჯორში ახალგაზრდული ლეგიონის კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე იმყოფებოდნენ კოჯორში იუნკერთა მემორიალთან, სადაც ახალგაზრდული ლეგიონის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დავით სუჯაშვილმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებს სამხედრო საქმისადმი ინტერესის გამო მადლობა გადაუხადა. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქვეყნისთვის მოხალისეთა ორგანიზაციების მნიშვნელობასა და მათ მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერას. ახალგაზრდებს სიტყვით ეროვნული გვარდიის მეთაურმაც მიმართა. 110 მსმენელს, რომლებმაც სამხედრო და სალაშქრო კურსი წარმატებით დაასრულეს, ახალგაზრდული ლეგიონის სამხრეები და სერთიფიკატები გადაეცათ. მათ 10-კვირიანი პროგრამის ფარგლებში, საბაზისო სამხედრო და სალაშქრო სწავლება გაიარეს. კურსის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები ლეგიონში გაწევრიანდნენ. მოგვიანებით, ახალგაზრდული ლეგიონისა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ სამეთაურო შემადგენლობას საზოგადოებაში თავდაცვის სამინისტროს პოპულარიზაციისთვის, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, უწყებრივი მედლები - „სამშობლოსთვის თავდადებული“ და „ღირსეული პარტნიორი“ გადაეცათ. ღონისძიებას ლეგიონერების ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)