|
2022-06-10 15:23:18, 884 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებმა ტრენერთა რესერტიფიცირების ტრენინგი წარმატებით გაიარეს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა (UAG) და ავტორიზებული საგამოცდო ცენტრ BDO ACADEMY-ის რესერტიფიცირების პროექტის ფარგლებში, აეროპორტების გაერთიანების 9 ტრენერმა რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა. 8 დღიანი ტრენინგი ტრენერების პრაქტიკულ კურსს მოიცავდა, რომლის მიზანი ტრენინგის ჩატარების უნარების გაუმჯობესება, ეფექტური პრეზენტაციების მომზადება და ტრენინგის დროს კომუნიკაციის სწორად წარმოება იყო. სწავლების პერიოდში მოხდა პრაქტიკული უნარების განვითარება კონკრეტული მაგალითების ანალიზისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით. ტრენინგები გაიარეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უსაფრთხოების და ხარისხის მენეჯერმა თემურ ჩილინდრიშვილმა, აეროპორტების და აეროდრომების ექსპლუატაციის მონიტორინგის მენეჯერმა გიორგი კენჭოშვილმა, მგზავრთა და ბარგის მომსახურების სამსახურის მენეჯერმა ომარ ტყეშელაშვილმა, ბაქანზე მომსახურების სამსახურის მენეჯერმა გიორგი პირტახიამ, ფრენების კოორდინაციისა და მიწისზედა მომსახურების მენეჯერმა გიორგი გოდუაძემ, აეროდრომის ექსპლუატაციის სამსახურის მენეჯერმა გაგა კუპატაძემ, სახმელეთო ტექნიკის ექსპლუატაციის სამსახურის მენეჯერმა გიორგი ბილინმა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის მენეჯერმა თენგიზ შალამბერიძემ და ქუთაისის აეროპორტის ექსპლუატაციის მონიტორინგის მენეჯერმა გივი ნანავამ. ტრენინგების წარმატებით გავლის შედეგად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მენეჯერები თანამშრომლებისთვის სავალდებულო პერიოდული სწავლებისა და ტრენინგების ჩატარებას თავად შეძლებენ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)