|
2022-06-09 13:37:42, 1140 ნახვა
საზოგადოება
Tbilisi Newcomers-ის ფინალი 10 ივნისს გაიმართება
Tbilisi Open Air-ის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, Elektrowerk-ში, 10 ივნისს, 21:00 საათზე Tbilisi Newcomers-ის ფინალი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებაზე გამოვლინდება Best Newcomer 2022, რომელიც ფესტივალების - Tbilisi Open Air-ისა და ROKVA-ს მთავარ სცენებზე დაუკრავს. Tbilisi Open Air დამატებით ორ რჩეულ არტისტს უმასპინძლებს 24 და 25 ივნისს, Singer Stage-ზე. ROKVA წლის ნიუქამერის გარდა, სცენის დასათმობად, კიდევ ერთ პროექტს შეარჩევს. წლის ნიუქამერის ვინაობა კონცერტის დასრულებისთანავე გამოვლინდება. Tbilisi Newcomers 2022-ზე 100-მდე განაცხადი შევიდა. შოუქეისისთვის 30-მდე ახალი პროექტი შეირჩა. ფინალისტები არიან: Tongue Bite, Igor Cutlr, Penrose, პელარგონია/Pelargonia, vromj, ANIK, K.A.I, MEME, Ly Sas, Kachli, Generations, Plum Sauce, Tomorrow Never Comes, Process, ოჩოს ქოხი, Dooda. Newcomers Tbilisi Open Air-ის პროექტია, რომელიც მიზნად ახალი ბენდებისა და მუსიკოსების აღმოჩენას ისახავს. ასევე, ეხმარება ახალბედა ბენდებს იმიჯის შექმნასა და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაში, ხოლო გამოცდილ მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, პუბლიკას თავიანთი ახალი ნამუშევრები წარუდგინონ. ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას Tbilisi Newcomers 2009 წლიდან ემსახურება. დაჯილდოება Tbilisi Open Air-ს ორგანიზატორებმა 13 წლის წინ შექმნეს. Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებულები სხვადასხვა წელს იყვნენ LOUDspeakers, 4D Monster Lobsters, Lua, Bedford Falls, Mellow, Greenbeam & Leon. Tbilisi Open Air 24-25-26 ივნისს, უცვლელ მისამართზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან: alt-J, Okean Elzy, Cigarettes After Sex, Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, Konoba.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)