|
2022-06-09 11:02:00, 893 ნახვა
საზოგადოება
ახალი „ლიბერთის“ ქალების გაძლიერებისთვის
გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ჩატარდა კონფერენცია ,,ზრუნვის ეკონომიკა და ოჯახის მხარდაჭერის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა". კონფერენციის მონაწილე და სპიკერი იყო ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე. ლიბერთი 2019 წლიდან გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი კომპანიაა საქართველოში. ბანკის ახალი სტრატეგიის მიზანია ადამიანებისა და მათი ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესება. ლიბერთის ინიციატივით და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად უკვე 300-მდე მეწარმე ქალმა ისარგებლა სპეციალური გადამზადების პროგრამით. მომავალში კი კომპანია კიდევ 2000-მდე ქალის გადამზადებას და მხარდაჭერას გეგმავს. ,,ლიბერთი უკვე რამდენიმე წელია, მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობასთან ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებით. დღევანდელი კონფერენციის მიზანი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში ქალების მეტი ჩართულობა და ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა გახლდათ. მივესალმები კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივ მუშაობას როგორც ქალთა გაძლიერების, ასევე ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკისა და ზრუნვის ეკონომიკის ნაწილში. ლიბერთი, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი საქართველოში, მზად არის მონაწილეობა მიიღოს და თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროგრესულ და მნიშვნელოვან პროცესებში." - ნინო ჩიხლაძე, ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)