03:47 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 10:48:25, 1033 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ „გეიგერის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა ბირთვული და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენისა და რეაგირების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ, „გეიგერის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბათუმში გაიმართა.

 უწყების ცნობით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და ინტერპოლის სათავო ოფისის რადიაციული და ბირთვული ტერორიზმის პრევენციისა და პროექტების მართვის უფროსმა მენეჯერმა, აარონ მოსბიმ.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ბუთხუზმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ინტერპოლს შორის ხანგრძლივ და წარმატებულ თანამშრომლობას. ამასთანავე, მან ყურადღება გაამახვილა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ინტერპოლსა და წევრ ქვეყნებთან ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლის მნიშვნელობაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ბირთვული და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენისა და რეაგირების შესახებ საქართველოს გამოცდილებაზე და ამ კუთხით არსებულ წარმატებულ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე და უწყების თანამშრომლები, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები.

ღონისძიება, რომელშიც ინტერპოლის წევრი 10 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ინტერპოლის გენერალური სამდივნოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics