|
2022-06-03 15:35:11, 1009 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის განვითარების შესახებ კვლევა მიმდინარეობს
The USAID Economic Security Program-ის მხარდაჭერით, საქართველოში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის (MRO) განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, კვლევის ინიციატორია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და მასში აქტიურად არის ჩართული საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ერთად. მათივე ცნობით, ამერიკულმა მხარემ სამუშაო შეხვედრები ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევასთან დაკავშირებით უკვე გამართა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ასევე თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა ამერიკულ ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan-ს ადგილზე დაათვალიერებინეს ის შესაძლო ლოკაციები, სადაც სამომავლოდ, ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში შესაძლოა საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრი (MRO) განთავსდეს. აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, მსგავსი მიზანშეწონილობის კვლევის არსებობა აეროპორტებს დაეხმარება დაინტერესებულ პირებთან უფრო გამარტივებულად ითანამშრომლონ. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სხვადასხვა პროექტის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენი და USAID/Georgia-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის მიმდინარე პროექტი გულისხმობს რამდენად მოითხოვს ბაზარი საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის არსებობას თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში. ამ კვლევის საფუძველზე ჩვენ გაგვიმარტივდება ურთიერთობა იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში ტექნიკური მომსახურების საწარმოს მშენებლობით იქნებიან დაინტერესებული. მათ მივაწოდებთ გამზადებულ კვლევას და ინფორმაციას, იმის შესახებ, თუ რამდენად დიდია საქართველოს პოტენციალი ამ მიმართულებით და, ზოგადად დგას თუ არა მსგავსი სახის მომსახურება დღის წესრიგში“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, MRO-ს მიზანშეწონილობის კვლევაზე მუშაობა ზაფხულის ბოლოს დასრულდება და ის ამ მიმართულებით საქართველოს აეროპორტების პოტენციალის დეტალურ ანალიზს მოიცავს
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)