05:09 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 10:28:22, 868 ნახვა

საზოგადოება
პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების  საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა, ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, 7 საქმე განიხილეს. 
პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ექიმს ერთ სპეციალობაში  სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, ხოლო მეორე სპეციალობაში მოქმედების ვადა  6 თვით შეუჩერდა. 

საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფესიული გადაცდომა დაუდგინდა კიდევ ერთ ექიმს, რომელსაც  სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1 თვით შეუჩერდა. 18 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მიეცა. 
პროფესიული განვითარების საბჭო  ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. საბჭოს წევრები განიხილავენ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. 

გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება, ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს  პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics