|
2022-06-02 15:43:05, 964 ნახვა
საზოგადოება
„მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან კონსულტაციების პირველი ნაწილი დასრულდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრსა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს შორის, „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, გამართული კონსულტაციების პირველი ნაწილი დასრულდა. ზურაბ აზარაშვილი აშშ-სა და ევროპაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის, მისი ხელმისაწვდომობისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმების შესახებ არსებულ პრაქტიკას გაეცნო. „ონლაინ“ შეხვედრებზე „მრჩეველთა საბჭოს“ წევრებმა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელეს. საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმებმა სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების სისტემის, ექიმთა რესერტიფიცირებისა და პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტები. „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში „ონლაინ“ კონსულტაციების მეორე ნაწილი უახლოს მომავალში გაიმართება, სადაც მხარეები კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე იმსჯელებენ. „მრჩეველთა საბჭო“ ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. მისი წევრები მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მოღვაწე, სხვადასხვა სამედიცინო დარგის წარმატებული ექიმები არიან, რომლებიც სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში მიიღებენ მონაწილეობას",- აღნიშნავენ უწყებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)