|
2022-06-02 11:07:10, 1676 ნახვა
ომი უკრაინაში
სამთვიანი დუმილის შემდეგ, ანგელა მერკელმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა
დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მეოთხე თვეში, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა გადაწყვიტა ვის მხარეზეა და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც ყოფილმა კანცლერმა გერმანიის პროფკავშირების კონფედერაციის თავმჯდომარის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე განაცხადა, მხარს უჭერს გერმანიის მთავრობის ქმედებებს უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით და მის მცდელობებს სიტუაციის გადაწყვეტაში. "ჩემი სოლიდარობა უკრაინას", - განაცხადა მერკელმა. Reuters-ის ცნობით, მერკელმა ისაუბრა სიტუაციისადმი მის დამოკიდებულებაზე შეერთებული შტატებისა და რიგი სხვა სახელმწიფოების მხრიდან რუსეთის მიმართ მისი პოლიტიკის კრიტიკის ფონზე, მათ შორის Nord Stream 2 პროექტის მხარდაჭერისთვის. ამასთან, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა უარი თქვა მოქმედ ხელისუფლებას უკრაინის მიმართ შემდგომი ნაბიჯების შესახებ რაიმე რჩევის მიცემაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)