|
2022-06-02 10:34:49, 926 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance- მა „საქართველოს ბანკი“ 2022 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
საერთაშორისო გამოცემამ- Global Finance- მა საქართველოს ბანკი 2022 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. სარედაქციო ჯგუფმა შეისწავლა 7 რეგიონსა და 80 ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები, ჩაატარა ბაზრის კვლევა, გაითვალისწინა ექსპერტთა მოსაზრებები, რათა შეერჩია ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ საუკეთესო სერვისების მიწოდებას ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში. საუკეთესო კასტოდიან ბანკები შემდეგი კრიტერიუმით შეარჩიეს: კლიენტებთან ურთიერთობა, მომსახურების ხარისხი, ტექნოლოგიური პლატფორმები, ანგარიშსწორების შემდგომ ოპერაციები, ბიზნესის უწყვეტობის გეგმები, მომხმარებელთა კმაყოფილება და ადგილობრივი რეგულაციების ცოდნა. საერთაშორისო გამოცემამ 2021 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდი შეაფასა. „პანდემიამ დააჩქარა კასტოდიანი ბანკების დიჯიტალიზაციის ტემპი. ბანკები აგრძელებენ ადაპტირებას, რათა უზრუნველყონ საუკეთესო ხარისხის ფასიანი ქაღალდების სერვისები საკუთარი კლიენტებისთვის მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ. „Global Finance Sub-custodian Bank-ის ჯილდოები გადაეცემათ ორგანიზაციებს, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ ინოვაციურ იდეებს, ეფექტურ გადაწყვეტილებებსა და რჩევებს“,- დასძენს ჯოზეფ ჯიარაპუტო. შეგახსენებთ, კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. “საქართველოს ბანკი” არის წამყვანი კასტოდიანი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებასა და შენახვას სთავაზობს. “საქართველოს ბანკი 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას Best Sub-Custodian Bank Award-ში და ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერობას.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)