|
2022-06-01 17:09:37, 1470 ნახვა
საზოგადოება
მევახშეების ქმედების გამო 2100 ბავშვი რჩება საცხოვრებელი ფართის გარეშე
კერძო მევახშეებისგან დაზარალებული ასობით ბავშვი გამოსახლების და საკუთრების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. იპოთეკითა და კერძო მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციამ და უფლებამდაცველმა მამისა ჯაფარაშვილმა დღეს აღნიშნულ თემაზე ბრიფინგი გამართეს. ასოციაციის დამფუძნებლის გიგა წულეისკირის განცხადებით მიმდინარე პერიოდში 2100 გამოსახლების პროცესია ჩანიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 2100 ბავშვი რჩება საცხოვრებელი ფართის გარეშე. „ჩვენ დიდი ხანია, აქტიურად ვმუშაობთ დაზარალებული, მოწყვლადი ჯგუფების პრობლემის ადვოკატირებაზე და ვუწევთ იურდიულ მომსახურებას სრულიად უფასოდ. შეიძლება ითქვას რომ ასოციაციაში არ წყდება მევახშეებისგან დაზარალებული მოქალაქეების რიგი. იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით ამ დროისთვის 2100 გამოსახლების პროცესია ჩანიშნული. გამოსახლების პროცესი პანდემიურ პერიოდშ შეჩერებული იყო. დღეს ბავშვთა უფლებების დაცვის დღეა - სულ მცირე 2100 ბავშვი დღეს ღია ცის ქვეშ უკანასკნელი საცხოვრისის გარეშე რჩება. არადა სათანადო პირობებში ცხოვრების უფლება კანონით არის დაცული“- განაცხადა გიგა წულეისკირმა. უფლებამდაცველის მამისა ჯაფარაშვილის განცხადებით ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო ბანკების წარმომადგენლები მოქალაქეებს ეცნობიან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის სახით, აშინებენ გამოსახლებით და თაღლითურად აჩქარებენ გამოსახლების პროცესს. უფლემაცველებები სახლემწიფოს მოუწოდებენ შეჩერონ აღსრულების პროცესი და არ დატოვონ მოქალაქეები საცხოვრებელი ფართების გარეშე.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)