|
2022-06-01 16:09:31, 1166 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა ბავშვთა სოფელში მცხოვრებ მოზარდებს, ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბავშვთა სოფელს ესტუმრა. ზურაბ აზარაშვილმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და საჩუქრები გადასცა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე განმარტებით, დღეიდან ძალაში შევიდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარით ,150 ლარამდე გაიზარდა. პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, ზურაბ აზარაშვილმა ბავშვთა სოფელში სტუმრობისას, სოფლის ტერიტორია, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და სახელოსნოები დაათვალიერა. მინისტრი მოზარდების საცხოვრებელ პირობებსა და იმ პროგრამებს გაეცნო, რომლებიც ბავშვთა სოფელში ხორციელდება. ასოციაცია „საქართველოს ბავშვთა სოფელი“, ქვეყანაში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში, 1989 წლიდან საქმიანობს. ამ საოჯახო ტიპის დასახლებაში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი, 6-დან 18 წლამდე მოზარდები ცხოვრობენ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)