|
2022-06-01 11:35:55, 1105 ნახვა
საზოგადოება
დაღუპული გმირების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს თავდაცვის უწყებამ გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა. პირველი ივნისი დაღუპული გმირების შვილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს და სპორტულ-გასართობ ღონისძიებებს დაესწრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოზარდები სპორტულ შეჯიბრებებში აკადემიის იუნკერებთან ერთად ჩაერთვნენ. მხიარული სტარტების დასრულების შემდეგ დაღუპული სამხედროების შვილებს საჩუქრები გადაეცათ. სადილის შემდეგ ბავშვები თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არსებულ სიმულაციურ ცენტრს ესტუმრნენ და ვირტუალურ ბრძოლის სცენებს დაესწრნენ. მოზარდებმა ითამაშეს მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი და პეინტბოლი. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული გმირების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს”,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)