20:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 22:23:29, 1687 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ დაველოდებით შესაბამის იარაღს ხალხის შეძლებისდაგვარად გადასარჩენად

ჩვენ არ ვართ მიბმული დეოკუპაციის თარიღთან, ჩვენ ვართ მიჯაჭვული ხალხთან. - განაცხადა უკრაინის პრრზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ჩვენ დაველოდებით შესაბამის იარაღს ჩვენი ხალხის შეძლებისდაგვარად გადასარჩენად.

"ჩვენ არ ვართ მიბმული დეოკუპაციის თარიღთან, ჩვენ ვართ მიჯაჭვული ხალხთან. თუ ჩვენი ესა თუ ის ნაბიჯი, ჩვენი ოპერაციები, რომელიც დაკავშირებულია რეგიონის დეოკუპაციასთან, დაკავშირებულია ათიათასობით მსხვერპლთან, მაშინ ჩვენ დაველოდებით შესაბამის იარაღს ჩვენი ხალხის შეძლებისდაგვარად გადასარჩენად. მართალი გითხრათ, ეს ტერიტორიები ცოცხალი უკრაინელების გარეშე არ არის ჩვენი პრიორიტეტი“. - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics