|
2022-05-27 13:09:41, 1805 ნახვა
ეკონომიკა
მოამზადე ავტომობილი ზაფხულისთვის - მაისის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, აუცილებელია ავტომობილების ცხელი დღეებისთვის მომზადება. ტემპერატურის ცვლილების გამო, მნიშვნელოვანია სხვადასხვა დეტალის შემოწმება თუ შეცვლა. ყველაზე ცხელი სეზონის დადგომამდე „თეგეტა მოტორსი“ ავტომომხმარებელს აქციებს სთავაზობს. 26-დან 31 მაისამდე ქეშბექი და ფასდაკლება იმოქმედებს როგორც საბურავებზე, ისე აკუმულატორებზე, საცხებ-საპოხ მასალებზე, დანადგარებსა და სერვისზე. ზაფხულისა და ზამთრის საბურავებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა, რაც, პირველ რიგში, მათ შემადგენლობას უკავშირდება - ზაფხულის საბურავში არსებული ნივთიერება მაღალ ტემპერატურაზე აქტიურდება, რაც ერთიორად ზრდის მის მოჭიდებას საფართან. ზამთრის საბურავის შემადგენლობა კი დაბალ ტემპერატურაზე უკეთ გადის სამუშაო დიაპაზონზე. უსაფრთხო მგზავრობისთვის საბურავი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მათი სეზონურად შეცვლა. ტემპერატურის მატება მოქმედებს აკუმულატორზეც. აუცილებელია მისი დიაგნოსტიკა, ხოლო დაზიანების აღმოჩენისას - დაუყოვნებლივ შეცვლა. ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებელი დამატებით 40 ლარამდე ფასდაკლებას მიიღებს. ქეშბექის ქულებს „თეგეტას“ სერვისით სარგებლობის შემთხვევაშიც დააგროვებთ. თუ ფილიალში მოსვლას ვერ ახერხებთ, ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტას“ ონლაინ შოპზე, სადაც თქვენი ავტომობილისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი. -- „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)