|
2022-05-26 17:27:03, 1445 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: „ევროპული ინტეგრაციის კუთხით საქართველომ დიდი სამუშაო შეასრულა, გვაქვს მოლოდინი, რომ ძალისხმევა პოზიტიურად დაფასდება"
„საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ისტორიული ამოცანაა და ამისთვის ქვეყანამ უკვე ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ლევან დავითაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს მოქალაქეებს დღესასწაული რუსთაველის გამზირიდან პირადად მიულოცა. ამასთან, ვიცე-პრემიერმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ მედიასთან ვრცლად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თითოეული ქართველის, მოქალაქის, მათ შორის თითოეული საჯარო მოხელის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენ გარკვეული პროგრესი გვაქვს ევროინტეგრაციის კუთხით ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ. „საქართველოს მიერ მომზადებული განაცხადი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხარისხიანია, ასოცირებით აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით საქართველოს მიღწევები ყველაზე მეტია ასოცირების ტრიოს ფარგლებში. განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესასრულებელი ვალდებულებების კუთხით საქართველოს ვალდებულებების ნახევარი უკვე შესრულებული აქვს, რაც ნამდვილად ყველაზე მეტია და შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ეს ძალისხმევა პოზიტიურად დაფასდება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)