|
2022-05-25 15:34:38, 1258 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში ბარმენებს ტრენინგები ჩაუტარდათ
აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი რეგიონში მოქმედი ბარმენებისთვის ჩაატარა. მონაწილეები ბარმენის მუშაობის ძირითად პრინციპებს, კლასიკური ალკოჰოლური კოქტეილების მომზადების ტექნიკას, ბარის მუშაობის სტანდარტებსა და ტიპებს გაეცნენ. გარდა ამისა, შეისწავლეს ბარის პროდუქციის ასორტიმენტი, მენიუსა და ღვინის რუკის შედგენა. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ ბარმენები სხვადასხვა კოქტეილის მომზადების პრაქტიკულ გაკვეთილს დაესწრნენ და თავადვე მოამზადეს სხვადასხვა სასმელი. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები წლის ბოლომდე გაგრძელდება. გასულ წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურისტული სექტორის 758 წარმომადგენელი გადამზადდა. ტრენინგები, მასტერკლასები და ლექციები მთიან აჭარასა და ბათუმში ბარმენებისთვის, გიდებისთვის, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)