|
2022-05-25 12:09:49, 1563 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის საგარეო - მოსკოვი ტყვეების გაცვლას მხოლოდ მათი გასამართლების შემდეგ განიხილავს
მოსკოვსა და კიევს შორის ტყვეებიის გაცვლის საკითხზე საუბარი მხოლოდ ჩაბარებული უკრაინელი ბოევიკების სასამართლო პროცესის შემდეგ იქნება შესაძლებელი,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა. რუდენკოს თქმით, გაცვლის საკითხი მხოლოდ კონკრეტული პროცედურების გალის შემდეგ განიხილება. „ყველაფერს განვიხილავთ მას შემდეგ, რაც ჩაბარებულს უკრაინელ ბოევიკებს სათანადოდ გაასამართლებენ, განაჩენს გამოუტანენ, შემდეგ შეიძლება სხვა ნაბიჯები იყოს. მანამდე ყველა საუბარი გაცვლაზე ნაადრევია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. გარდა ამისა, რუდენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის მზადაა დიალოგისთვის ყველასთან, ვინც პრობლემების მშვიდობიან მოგვარებას ცდილობს. ამასთან მან ასევე კომენტარი გააკეთა, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებებზე, რომ რუსეთის ფედერაცია თითქოს სურსათის თემას შანტაჟის იარაღად იყენებს და რომ აუცილებელია მოსკოვთან დიალოგის შესაძლებლობების ძიება ამ პრობლემაზე. „რუსული მხარე ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის ყველასთან, ვინც იბრძვის მშვიდობისთვის, ყველა პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებებს მის სინდისს ვტოვებ“, - დასძინა რუდენკომ. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შესთავაზეს აკრძალულიყო აზოვიდან სამხედრო მოსამსახურეების გაცვლა, რომლებმაც მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალი“ დატოვეს და რუს სამხედროებს ტყვეებად ჩაბარდნენ. ამაზე უკრაინულმა მხარემ აღნიშნა, რომ მებრძოლების სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო ჩაბარება შემდგომი გაცვლით.
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)