|
2022-05-24 11:14:39, 1154 ნახვა
საზოგადოება
ახალციხის ლაბორატორიაში დიაგნოსტიკა საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ. ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე ახალციხის ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაოები და სამომავლო გეგმები განიხილეს. „ახალციხის ლაბორატორია აქტიურად მუშაობს ვეტერინარიისა და სურსათის კვლევის მიმართულებით; ლაბორატორიაში დანერგილი კვლევები საშუალებას გვაძლევს, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად შემოწმდეს როგორც საქართველოს საზღვარზე შემოსული, ასევე, ევროპაში ექსპორტირებული პროდუქცია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)