|
2022-05-24 11:13:33, 1238 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი ჟენევაში, სომხეთისა და ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჟენევაში, სომხეთისა და ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინსტრო ავრცელებს. სომეხ კოლეგასთან, ანაჰიტ ავანესიანთან ორმხრივ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიან თანამშრომლობას. ისაუბრეს გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის საკითხებზე. მხარეებმა ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის, დისტრიბუციისა და რეალიზაციის სფეროში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი შეეხო, ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხებსაც. ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები იქნა განხილული ყაზახ კოლეგასთან შეხვედრაზეც. გინიატ აჟარი საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-ყაზახეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებიც განიხილეს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)