|
2022-05-23 20:50:32, 1370 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურა - აკურაში მკვლელობაზე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა და მასზე გამოცხადდა ძებნა
თელავის რაიონის სოფელ აკურაში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე იოსებ გოგიაშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე თქმით, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. " შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 21 მაისს, თელავის რაიონის სოფელ აკურაში, ი.გ.-მ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სანადირო თოფიდან გასროლით კ.მ.-ს და ბ.მ.-ს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად კ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ბ.მ.-ს გადარჩენა მოხერხდა. ი.გ.-მ სროლის შედეგად ასევე საფრთხე შეუქმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ი.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ( განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)