|
2022-05-23 17:17:06, 1706 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის HCL Technologies - ის დელეგაციასთან საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობა განიხილა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის HCL Technologies - ის ეკოსისტემების მიმართულების ხელმძღვანელს კალიან კუმარს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს HCL Technologies - ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის და საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდების ფილიალის გახსნის შესაძლებლობები. დადებითად შეფასდა საგადასახადო რეჟიმი, რომელიც ვრცელდება საერთაშორისოს სტატუსით მომუშავე აითი კომპანიებზე და ითვალისწინებს მათზე საგადასახადო შეღავათების მინიჭებას. ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელსაყრელ პირობებს ქმნის გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში შემოვლენ და აქედან მიაწვდიან საკუთარ ტექნოლოგიურ პროდუქტებს საერთაშორისო ბაზრებზე.
ასევე ყურადღება გამახვილდა სხვა ღონისძიებებზეც, რომელთაც საქართველოს მთავრობა მიმართავს ქვეყანაში ეკოსისტემის განვითარებისა და ადგილობრივი კადრების გადამზადების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ამჟამად ახორციელებს 3,000 IT - პროფესიონალის სასერტიფიკატო გადამზადების პროგრამას, ხოლო 2022 წლიდან აღნიშნული უწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გადაამზადებს დამატებით 5,000 სპეციალისტს, რაც დამატებით არგუმენტია უცხოური კომპანიებისთვის საქართველოში ოფისის გასახსნელად.
აღინიშნა, რომ HCL Technologies - ი მსოფლიოს 52 ქვეყანაში საქმიანობს, მათ შორისაა, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, აშშ, ბელგია, ისრაელი, საფრანგეთი, ლიეტუვა, ფინეთი და სხვ.
შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ HCL Technologies - ი მოიწვია საქართველოში ადგილობრივი ბაზრისა და მისი საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლის მიზნით.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)