|
2022-05-21 11:00:32, 1103 ნახვა
საზოგადოება
შშმ პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნის მიზნით შეხვედრა გაიმართა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით, გატარებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს გაეროს 6-მა ორგანიზაციამ, სამთავრობო და საპარლამენტო უწყებების წარმომადგენლებმა და სხვა პარტნიორებმა. შეხვედრის მიზანი ერთობლივ პროგრამაში - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა საქართველოში“ მიღწეული წინსვლის შეფასება იყო. უწყების ცნობით, ღონისძიებაზე სიტყვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე წარსდგა. თამარ ბარკალაიამ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც შშმ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. მათ შორისაა, ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვა, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და სხვა. „ერთობლივი პროგრამის მიზანი პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის, ინფორმაციისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა და ასევე შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის (UNCRPD) ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობაა.“- აღნიშნულია განცხადებაში. შეხვედრის მონაწილეებს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა მიმართა. გამომსვლელებს შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკოლოზ თათულაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, განვითარების სხვადასხვა პარტნიორთან ერთად, გამოხატა მზაობა შემდგომშიც განაგრძოს საქართველოში შშმ პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნის მხარდაჭერა. ერთობლივი პროგრამა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR), საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და შშმ პირთა ორგანიზაციების მონაწილეობით.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)