|
2022-05-20 20:29:43, 1068 ნახვა
საზოგადოება
საპენსიო სესხები გაიაფდა, სოციალური გასაცემლის ბენეფიციარებს კი საკომისიოს გარეშე მოემსახურებიან
სოციალურ გასაცემლებზე საბანკო მომსახურების სატენდერო კომისიამ, „ლიბერთი“ გამარჯვებულად გამოაცხადა. კომისიის სხდომა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. კომისიის წევრებმა „ლიბერთი ბანკის“ გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს და შესაბამის ოქმს მოაწერეს ხელი. სატენდერო პირობების თანახმად, საპენსიო სესხების პროცენტი, რეფინანსირებისა და 6-თვიანი ტიბრის [ეროვნული ბანკის ყოველწლიურად განახლებადი პროცენტი] საპროცენტო განაკვეთს + 15%-ია. დღეის მდგომარეობით, ეს არის არაუმეტეს 26%-ისა, რომელიც ადრე 30.6 % იყო. რაც შეეხება სერვისებს, სატენდერო პირობების თანახმად, „ლიბერთი“ ბენეფიციარებს, საკომისიოს გარეშე მოემსახურება, მათ შორის კომუნალურების გადახდის დროსაც. ასევე, ბანკი იღებს ვალდებულებას, პენსიონერებსა თუ სხვა სოციალური გასაცემლის მიმღებ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, ბინაზე მისვლის მომსახურება შესთავაზოს. შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის წევრები - ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ილია ღუდუშაური და თამარ ბარკალია, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, პარლამენტის წევრები პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ზარქუა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლის საბანკო მომსახურებაზე ტენდერი აპრილში გამოაცხადა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)