12:14 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 13:55:41, 1494 ნახვა

ომი უკრაინაში
შოიგუ - ლუგანსკის გათავისუფლება დასასრულს უახლოვდება, საფრთხეებია რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან

ლუგანსკის განთავისუფლება დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინასთან მიმდინარე ომის შეფასებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი საფრთხე რუსეთის დასავლეთ საზღვართან რჩება

"რუსული არმია, თვითგამოცხადებული LPR და DPR ფორმირებებთან ერთად, აგრძელებს კონტროლის გაფართოებას დონბასის ტერიტორიებზე. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლება დასასრულს უახლოვდება. 1900-ზე მეტი „ნაციონალისტი“, რომლებიც მარიუპოლის აზოვსტალში იყო დაბლოკილი, ტყვეობას ჩაბარდნენ. რუსი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ უკრაინასა და დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის თავიდან ასაცილებლად, რუსეთში შეჭრის დაწყებიდან 1,3 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რუსეთის არმია მალე მიიღებს სტრატეგიულ დრონებს",- განაცხადა შოიგუმ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ასევე გამოეხმაურა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების გეგმებს და დასძინა, რომ ამის საპასუხოდ, რუსეთი დასავლეთის სამხედრო ოლქში 12 სამხედრო ნაწილსა და ქვედანაყოფს შექმნის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics