|
2022-05-19 18:02:53, 2277 ნახვა
საზოგადოება
GITA -ს, UNDP - სა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის სამმხრივი შეთანხმება გაფორმდა
ბათუმის ტექნოპარკში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ბათუმის მუნიციპალიტეტსა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის სამმხრივი შეთანხმება გაფორმდა. მხარეები აფიქსირებენ მზაობას, ითანამშრომლონ საერთო ინტერესის სფეროში და ხელი შეუწყონ სტარტაპ და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას ბათუმის მუნიციპალიტეტში. ამ მიზნით ხელმომწერები მზად არიან შეთანხმებულად იმოქმედონ, განავითარონ შესაძლებლობები და უზრუნველყონ არსებული რესურსები საკუთარი მანდატის ფარგლებში. აღნიშნული პარტნიორობა წარმოიშვა EU-UNDP-ის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, რომელიც ინოვაციური და სისტემური მიდგომების ტესტირებით ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის და სამუშაო ადგილების ხელშესაწყობად შემუშავდა. ბათუმის მუნიციპალიტეტი კონკურსის წესით შეირჩა პორტფელის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მისაღებად. მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელი მოიზიდავს რესურსებს და ახალ პარტნიორებს, შეიმუშავებს პოლიტიკასა და განავითარებს შემდგომ ნაბიჯებს, ტრანსფორმაციული ინტერვენციის ფარგლებში ბათუმში სტარტაპ და ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოსაყალიბებლად. ხელმომწერები მომავალშიც რეგულარულად გააგრძელებენ კონსულტაციებს და დაგეგმავენ ღონისძიებებს, რათა ხელი შეუწყონ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ბათუმში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)