11:55 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 12:47:47, 897 ნახვა

საზოგადოება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საირიგაციო ქსელზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“   სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ  ინფორმაციას გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის   12 კილომეტრიანი მონაკვეთი ეკალ-ბარდებისა და დანალექი გრუნტისაგან იწმინდება. 

ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, მუნიციპალიტეტში 700 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით 8 სოფლის  (ტბისი, ფარცხისი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, ასურეთი, ერტისი, ვაშლოვანი, კოდა) მოსახლეობა ისარგებლებს.
სამუშაოები მაისის  ბოლოს  დასრულდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics